ზიდანი: "რონალდუ "რეალს" ეკუთვნის"

17-01-2018, 22:33

უკანასკნელ დღეებში ესპანური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავისი ამჟამინდელი კლუბით უკმაყოფილოა და "რეალიდან" წასვლაზე ფიქრობს. 

პორტუგალიელ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს". ინგლისური კლუბის ინტერესი Sky Sports-მა დაადასტურა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა ზინედინ ზიდანმა. მან ყველა ჭორი უარყო. 

"კრიშტიანუ იმ გუნდის ნაწილია, რომელსაც ეკუთვნის. კლუბს, ფანებს, ყველას უყვარს რონალდუ. ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ. მის გარეშე მადრიდის "რეალს" ვერ ვხედავ". - ამბობს ზიზუ



  • AM11
  • 18 იანვარი 2018 00:01
bolos mainc wava

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით