ბეილმა "რეალს" "მანჩესტერ იუნაიტედში" გაყიდვა მოსთხოვა

18-01-2018, 16:30

ესპანური მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა, რომ მადრიდის "რეალმა" გარეთ ბეილის გასხვისება გადაწყვიტა. ზინედინ ზიდანი უელსელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობით უკმაყოფილოა, რადგან ის ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს. 

როგორც ჩანს, "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებაზე არც ბეილი ამბობს უარს. Daily Express-ი იუწყება, რომ 28 წლის ფეხბურთელმა გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს გადასვლა. 

თავის მხრივ, ჟოზე მოურინიო დიდი ხანია ცდილობს გარეთ ბეილის შეძენას. პორტუგალიელი ფიქრობს, რომ მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა "წითელი ეშმაკების" სასარგებლოდ დასრულდება. 



  • AM11
  • 18 იანვარი 2018 16:36
ენატრება პრემიერ ლიგა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით