ჯიქია "შანხაისთან" მატჩში მძიმედ დაშავდა

18-01-2018, 21:44

მოსკოვის "სპარტაკის" გარუსებული ქართველი ცენტრალური მცველი, გიორგი ჯიქია "შანხაისთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში მძიმედ დაშვადა და მოედნიდან საკაცის დახმარებით გაიყვანეს.

სულ ცოტა ხნის წინ, აღნიშნული ფაქტის შესახებ მოსკოვური გუნდის სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მიხაილ ვარაპეტოვმა პრესასთან ისაუბრა.

"ჯიქიას საკმაოდ მძიმე ტრამვა აქვს. მას მუხლის მყესები აქვს დაზიანებული, რაც არც თუ ისე კარგია. ჯერჯერობით დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. იმედია უკანახაზელი მწყობრში მალე ჩადგება და მოსკოვური გუნდის დახმარებას შეძლებს", - განაცხადა ვარაპეტოვმა.



  • messi10
  • 18 იანვარი 2018 22:04
amis tramva arackobs spartaks

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით