მბაპემ ტრავმა მიიღო

22-01-2018, 01:25

დღეს გაიმართა საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრა, რომელშიც "ლიონმა" "პსჟ" მიიღო და 2:1 დაამარცხა.

თამაშის 35-ე წუთზე სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა, კილიან მბაპემ დაზიანება მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. 19 წლის ფორვარდმა ლიონელი მეკარისგან საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია მბაპეს ტრავმა. თუმცა, არსებობს საშიშროება იმისა, რომ კილიანმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრა გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ "ლიონთან" მატჩი პარიზელთა კიდევ ერთმა ლიდერმა, ნეიმარმაც გამოტოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით