"რეალის" ტრიომ 279 დღის შემდეგ პირველად დაიწყო ერთად

27-01-2018, 23:31

დღეს გაიმართა ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩი, რომელშიც "ვალენსიამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:4 განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბის" რიგებში სასტარტო შემადგენლობიდან თამაში ერთდროულად დაიწყეს კრისტიანო რონალდომ, გარეთ ბეილმა და ქარიმ ბენზემამ. უკანასკნელად კი მსგავსი შემთხვევა 279 დღის წინ მოხდა.

მაშინ მადრიდის "რეალმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. დღეს კი როგორც ხედავთ, მათი ტრიო წარმატებული აღმოჩნდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით