უარი "არსენალსა" და "ჩელსის" - "მონაკო" ლემარს არ გაყიდის

30-01-2018, 16:11

როგორც ცნობილია, "მონაკოს" ახალგაზრდა შემტევით, ტომა ლემარით ორი ინგლისური კლუბი, "არსენალი" და "ლივერპული" სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. 

გასულ ზაფხულს მონეგასკებმა "მეთოფეების" 100-მილიონიანი წინადადება უარყვეს და არც ახლა აპირებენ მის გასხვისებას. აღნიშნული კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა გააკეთა. 

"100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ლემარი ჩვენთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. თუ "არსენალი" ან "ლივერპული" სატრანსფეროს ფანჯრის დახურვამდე დიდი წინადადებით მოგვმართავენ? ეს უდროო დროს მოხდება".

"მის გაყიდვაზე უარს ვამბობთ, რადგან ჩვენი მიზანი ნათელია. ლემარისნაირი მნიშნელოვანი ფეხბურთელების გარეშე, წარმატებას ვერ მივაღწევთ". - ამბობს ვასილიევი



  • AM11
  • 30 იანვარი 2018 16:18
zafxulshi gakidian

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით