"ბორუსიამ" მიში ბათშუაის ტრანსფერი დაადასტურა

31-01-2018, 21:18

რამდენიმე წუთის წინ დორტმუნდის "ბორუსიამ" მორიგი ტრანსფერი დაადასტურა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, "ჩელსის" ახალგაზრდა შემტევი, მიში ბათშუაი იჯარის წესით "ბუნდესლიგის" გუნდში ითამაშებს. 

ბელგიელი ფეხბურთელი "სიგნალ იდუნა პარკზე" მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. გერმანელებს ბათშუაის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ. 

24 წლის ფეხბურთელი 44-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანულმა გუნდმა დაადასტურა, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი "არსენალში" გააგრძელებს კარიერას. 



  • beka10
  • 31 იანვარი 2018 21:20
mischi <3<3

  • AM11
  • 31 იანვარი 2018 23:28
ბოლოს მაინც იყიდიან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით