რიად მარეზის ტრანსფერი "მანჩესტერ სიტიში" ჩაიშალა

31-01-2018, 21:27

გუშინ "მანჩესტერ სიტიმ" აიმერიკ ლაპორტის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა, 57 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა და ფრანგი ცენტრალური მცველი გაიფორმა.

ინგლისურ გუნდს ეს არ ეყო და მაშინვე დაიწყო ახალ ტრანსფერზე მუშაობა. პეპ გვარდიოლას სურდა, რომ რიად მარეზი, რომელმაც "ლესტერს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა, ამ თვის ბოლომდე გაეფორმებინა. 

Sky Sports-ის ინფორმაციით, "ქალაქელებმა" ბოლო 24 საათის განმავლობაში სამი ოფიციალური წინადადებით მიმართეს "მელიებს", მაგრამ ყოველ ჯერზე უარს იღებდნენ. 

საკმაოდ საინტერესო იყო ბოლო ოფერი, რომლის მიხედვითაც "მანჩესტერ სიტი" 65 მილიონ ფუნტ სტერლინგთან ერთად "ლესტერ სიტის" ფეხბურთელსაც სთავაზობდა, მაგრამ 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონებმა 95 მილიონი მოითხოვეს. 

ამ ყველაფრის შემდეგ "ეტიჰედზე" გადაწყდა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ალჟირელი ფეხბურთელი მათ გუნდს არ შეუერთდება. 

  • AM11
  • 31 იანვარი 2018 23:22
dzaan bevria 95 milioni

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით