"რეალმა" ობამეიანგის შეძენაზე უარი განაცხადა

1-02-2018, 14:32

გუშინ ლონდონის "ასენალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი "ემირეითსზე" გააგრძელებდა კარიერას. ინგლისურმა კლუბმა მასში 65 მილიონი ევრო გადაიხადა. 

როგორც Gol Digital-ი წერს, დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდის ყიდვა მადრიდის "რეალსაც" შეეძლო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, "სამეფო გუნდმა" გადაწყვიტა, რომ ტრანსფერი არ შემდგარიყო. 

ამის მიზეზად გაბონელი შემტევის ქცევა დასახელდა. მადრიდში ობამეიანგის საქციელები არ მოეწონათ და შეთანხმდნენ, რომ ის მათი კლუბისთვის შესაბამისი მოთამაშე არ არის. 

55 მილიონი ევრო, ეს ის თანხაა, რომელიც "ლა ლიგის" მოქმედ ჩემპიონებს "ბუნდესლიგის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავდამსხმელში უნდა გადაეხადათ.  



  • AM11
  • 1 თებერვალი 2018 14:41
benzemas mainc xom sjobs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით