"ტოტენჰემმა" "პრემიერ ლიგის" რეკორი დაამყარა

1-02-2018, 16:10

ინგლისის "პრემიერ ლიგის" 25-ე ტურის დაპირისპირებაში "ტოტენჰემ ჰოთსფურმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და მეტოქეს საკმაოდ დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 მოუგო.

აღნიშნული მატჩი იდეალურად დაიწყო "დეზებისთვის". მათ მე-11 წუთზე მოახერხეს დავიდ დე ხეას კარის აღება. მეორე გოლი სტუმართა ფეხბურთელმა, ფილ ჯონსმა გაიტანა, ოღონდ საკუთარ კარში და "მამლების" უპირატესობა ორამდე გაიზარდა. მიუხედავად არაერთი სახიფათო მომენტისა, მეტი გოლი არ გასულა. 

ამ ყველაფერთან ერთად, ეს შეხვედრა ისტორიული თვალსაზრისის მატარებელი აღმოჩნდა. "ტოტენჰემის" საშინაო არენაზე, "უემბლიზე" ზუსტად 81 978 ადამიანი მივიდა, რაც ინგლისის უმაღლესი დივიზიონის შექმნიდან დღემდე, არასდროს მომხდარა. 

მოგეხსენებათ, ლონდონელები ახალ სტადიონს აშენებენ და მიმდიანრე სეზონის საშინაო თამაშებს "უემბლიზე" ატარებენ. 

  • AM11
  • 1 თებერვალი 2018 16:33
magari tamashi iko

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით