• 02-08-2023
    რასპადორი: "რუდი გარსიამ ვარჯიშებზე ეს დაგვავალა"
    რასპადორი: "რუდი გარსიამ ვარჯიშებზე ეს დაგვავალა"
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლის" ფეხბურთელმა ჯაკომო რასპადორიმ იტალიურ გაზეთ de' Il Mattino-სთან რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "ჩემი წინა სეზონის საუკეთესო მომენტი "იუვენტუსთან" გოლი იყო, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი "ატალანტასთან" გამარჯვება და შინ დაბრუნების ემოცია იყო - ზეიმი და ემოცია, რომელსაც გულშემატკივარი ჩვენ გვჩუქნიდა.

    "გულშემატკივრები, თავისთავად, უდიდეს როლს თამაშობენ. მათგან წამოსული მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება.

    "რუდი გარსია შესანიშნავია ადამიანია. ჩვენ ვსწავლობთ მის თამაშის პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ვარჯიშებზე დაგვავალა, რომ არ უნდა გავჩერდეთ და გავაგრძელოთ დღითი დღე გაუმჯობესება, როგორც აქამდე ვაკეთებდით.

    "ჩემი მთავარი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. თუ ეს უემბლიზე მოხდება უფრო ემოციური იქნება (იცინის) , რადგან იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა სწორედ ამ სტადიონზე იზეიმა", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები