მალკომისთვის ბრძოლაში "ტოტენჰემიც" ჩაერთო

5-02-2018, 21:53

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ბაზარზე ჟირონას "ბორდოს" ბრაზილიელი შემტევი, მალკომი იქნება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Evening Standard იუწყება.

წყაროს ცნობით, "მამლებმა" უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ფრანგულ გუნდთან ფეხბურთელის თაობაზე. როგორც ცნობილია, ლონდონელები მის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ მალკომის შეძენა "ტოტენჰემის" გარდა ასევე "ბარსელონას" და ლონდონის "არსენალსაც" სურთ. ასე რომ საბოლოო არჩევანის გაკეთება თავად მოთამაშეს მოუწევს.



  • tsandro
  • 5 თებერვალი 2018 22:00
ბარსელონაში არ წავა თუ ჭკუა აქვს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით