• 02-08-2023
    ლუკა გაგნიძე: “საქართველოს ნაკრები მზად არის მსოფლიოს წინაშე წარმოჩინდეს”
    ლუკა გაგნიძე: “საქართველოს ნაკრები მზად არის მსოფლიოს წინაშე წარმოჩინდეს”

    საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ლუკა გაგნიძემ რუსულ მედიასთან ისაუბრა:

    “ევროპის გამორჩეულ ჩემპიონატებში მოთამაშე არაერთი მოთამაშე გვყავს. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლებსაც ეძლევათ განვითარების შანსი. ვფიქრობ, დღეს ქართული ფეხბურთი მეტად უწყობს ხელს ახალგაზრდა მოთამაშეებს. 

    დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრების საერთაშორისო ასპარეზეე წარმატებას მიაღწევს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მე-2 პოზიციაზე ვართ და პირველ ადგილის დაკავებაც შეგვიძლია. ამისთვის ვიბრძვით და ვიცით, მეტოქეებს ჩვენთან ძალიან გაუჭირდებათ. ევრო 2024-ის საგზურის მოპოვება ერთა ლიგიდანაც შეგვიძლია. მგონია, რომ საქართველოს ნაკრები მზადაა, მსოფლიოს წინაშე წარმოჩინდეს”. - განაცხადა გაგნიძემ.

    ცნობისთვის, ლუკას საქართველოს ნაკრების მაისურით 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

    Facebook კომენტარები