"დინამპს" გამარჯვება დასკვნით შეხვედრაში "არსენალთან"

7-02-2018, 09:55

თბილისის "დინამომ" პირველი თურქული შეკრების ბოლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის მერვეადგილოსანთან - "არსენალ ტულასთან" ჩაატარა და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 იმარჯვა.

ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა, როდესაც ბუდუ ზივზივაძის პასით ოთარ კიტეიშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ, ჩვენი გუნდის კაპიტანმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

"დინამომ" პირველი შეკრება ამით დაასრულა. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ სამ შეხვედრაში წარუმატებელი შედეგი დააფიქსირეს, თუმცა ყველაფერი ბოლო მატჩისთვის გამოასწორეს. 

 კახა კაჭარავას ფეხბურთელები ხვალ თბილისში დაბრუნდებიან, ხოლო 11 თებერვლიდან ისევ თურქეთს ესტუმრებიან მეორე შეკრების გასავლელად.  ეროვნული ლიგის ახალი სეზონი კი მარტში დაიწყება - "დინამოს"  პირველი მეტოქე "რუსთავი" იქნება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით