• 02-08-2023
    ოსიმენმა პირველი დღეები გაიხსენა: "როცა ხვიჩა გავიცანით, დავიბენით, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით"
    ოსიმენმა პირველი დღეები გაიხსენა: "როცა ხვიჩა გავიცანით, დავიბენით, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით"
    ავტორი
    Aa

    იტალიურ მედიასთან საუბრისას ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლა და პირველი დღეები გაიხსენა.

    ნიგერიელის თქმით, როცა კვარა პირველად შევიდა გასახდელში, ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, როგორ დაეძახებინათ მისთვის.

    “როცა ხვიჩა გასახდელში შემოვიდა და გავიცანით, ყველა დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით რა დაგვეძახებინა მისთვის.

    გვითხრა, როგორ წარმოითქმეოდა სწორად მისი სახელი და გვარი, მაგრამ ბოლოს დაამატა, რომ მისთვის მხოლოდ კვარათი მიგვემართა.

    მას შემდეგ, მას სწორედ კვარას ვეძახით”, - განაცხადა ოსიმენმა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები