ხედირა: "კეინი სრულყოფილი თავდამსხმელია"

10-02-2018, 13:00

ტურინის "იუვენტუსის" გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებული მერვედფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა, სადაც მისი გუნდი "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

"უვენტუსის" გერმანელი ნახევარმცველის თქმით, ჰარი კეინი სრულყოფილი თავდამსხმელია და შეუძლია "იუვეს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პრობლემები შეუქმნას.

"მე ვუყურე "ტოტენჰემის" ბოლო თამაშებს და გუნდი შესანიშნავად გამოიყურება. მათ ჰყავთ ძლიერი დაცვის ხაზი, ასევე ნახევარდაცვა და თავდამსხმაშიც მსოფლიო დონის შემსრულებლები მოქმედებენ".

"ჰარი კეინი უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, საოცარი მონაცემებით. შესაძლოა მასთან ერთად იგუაინი და ლევანდოვსკიც მოვიხსენიოთ", - აცხადებს ხედირა.



  • beka10
  • 10 თებერვალი 2018 13:00
sami ssaocari kacia <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით