მანჩესტერული კლუბები ჰარი მაგუაირისთვის იბრძვიან

10-02-2018, 13:40

როგორც ცნობილია, პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო დაცვით ხაზს დიდ ყურადღებას აქცევენ და თანხებს არ ზოგავენ იმისთვის, რომ ეს პოზიცია გააძლიერონ. მხოლოდ ესპანელმა მწვრთნელმა, "მანჩესტერ სიტიში" მისვლის დღიდან 200 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა, რათა მეკარეები და მცველები ეყიდა. 

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ორივე გუნდის რადარზე ინგლისელი ცენტრალური მცველი, ჰარი მაგუაირი გამოჩნდა, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. 

მაგუაირი "ლესტერ სიტიში" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 17 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა და ნამდვილი რევოლუცია მოახდინა "პრემიერ ლიგაში". ის ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა და სპეციალისტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მოახლოებულ მუნდიალზე მაგუაირი სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს. 

როგორც გამოცემა წერს, "მელიები" მზად არიან, რომ თავიანთი ლიდერი გაყიდონ, მაგრამ მინიმუმ 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ. 

  • AM11
  • 10 თებერვალი 2018 14:06
dzalian momwons es

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით