ანჩელოტი "არსენალის" მატჩს დაესწრო

11-02-2018, 00:17

ინგლისის "პრემიერ ლიგის" 27-ე ტურის გახსნით მატჩში "ტოტენჰემ ჰოთსფურმა" ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, "არსენალს" უმასპინძლა. ლონდონური დერბი "დეზების" გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ჰარი კეინის ანგარიშზეა. 

მიუხედავად წაგებისა, შეხვედრის დროს ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რაც "მეთოფეების" ფანები ძალიან გაახარა. 

როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნულ დაპირისპირებას კარლო ანჩელოტი პირადად დაესწრო, რამაც "არსენალის" გულშემატკივრებს დიდი იმედი მისცა. 

ცნობილია, რომ ლონდონური გუნდის ფანები არსენ ვენგერის გათავისფულებასა და მის ნაცვლად კარლო ანჩელოტის დანიშვნას ითხოვენ. არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელოს ასპარეზობა. 



  • AM11
  • 11 თებერვალი 2018 00:30
dzaan gaasworebda arsenalshi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით