დე ბრუინს კარიერის დასრულება ამეირკაში სურს

11-02-2018, 13:05

რამდენიმე კვირის წინ, კევინ დე ბრუინმა "მანჩესტერ სიტისთან" მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა და "ეტიჰედზე" 2023 წლამდე დარჩება. 

მიუხედავად ამისა, მისი აგენტი, პატრიკ დე კოსტერი უკვე საუბრობს იმ ვარიანტებზე, რომელსაც ბელგიელი ფეხბურთელი კარიერის დასასრულებლად განიხილავს. აგენტს თუ დავუჯერებთ, დე ბრუინს ამერიკაში სურს თამაში. 

"ვფიქრობ, რომ კევინი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასრულებს, და არა - ბელგიაში. ის არაერთხელ ესტუმრა ამერიკას და ძალიან მოსწონს ქვეყანა და ადგილობრივი კულტურა. დე ბრუინი ხშირად საუბრობს MLS-ში კარიერის დასრულებაზე".

"მივიღე თუ არა შეთავაზება "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალისგან"? არაფორმალური კონტაქტი ყოველთვისაა და ხალხი X და Y გუნდებიდან მირეკავს. მაგრამ კევინის მიზანი "მანჩესტერ სიტიში" დარჩენაა". - ამბობს დე კოსტერი 

  • AM11
  • 11 თებერვალი 2018 13:33
ევროპაში დარჩეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით