აგუერო: "დე ბრუინზე ყველა გუნდი ოცნებობს"

11-02-2018, 13:21

"პრემიერ ლიგის" 27-ე ტურის მატჩში ჩემპიონატის ლიდერმა, "მანჩესტერ სიტიმ" "ლესტერ სიტის" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 5-1 გაანადგურა. 

აღნიშნული დაპირისპირება ორი ფეხბურთელისთვის, აგუეროსა და დე ბრუინისთვის განსაკუთრებული იყო. ბელგიელმა გამთამაშებელმა 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო არგენტინელმა გოლეადრომა ოთხჯერ აიღო კასპერ შმეიხელის კარი. 

თამაშის დასრულების შემდეგ, კუნ აგუერომ კევინ დე ბრუინზე ისაუბრა და თავისი თანაგუნდელი შეაქო. 

"საბედნიეროდ, კევინ დე ბრუინი ჩვენს გუნდში თამაშობს. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ჩემი გოლების უმრავლესობა მისი ასისტების წყალობით გავიტანე. უბრალოდ დარტყმა მიწევს და, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. დე ბრუინი დიდებული ფეხბურთელია და ნებისმიერი გუნდს სურს მისი ყოლა". - დაასრულა აგუერომ 

  • AM11
  • 11 თებერვალი 2018 13:32
martalc geniosia de bruyne

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით