• 02-08-2023
    ვიტორ როკე "ბარსას" შეიძლება აგვისტოში შეუერთდეს
    ვიტორ როკე "ბარსას" შეიძლება აგვისტოში შეუერთდეს
    Author of the article
    Aa

    ვიტორ როკეს სურს, რომ "ბარსელონას" ახლავე შეუერთდეს, - იუწყება ხავი მიგელი.

    Diario AS-ის ჟურნალისტის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ "ატლეტიკო პარანაენსე" კოპა ლიბერტადორესს 31 აგვისტომდე გამოეთიშება, როკეს "ბლაუგრანა" შემოდგომამდე მართლაც დაიმატებს.

    ეს პირობა შესრულებასთან ძალიან ახლოსაა, რადგან ლიბერტადორესის მერვედფინალში ბრაზილიურმა გუნდმა პირველი მატჩი უკვე წააგო, ანგარიშით 1:3. "ატლეტიკო" ბოლივიურ "ბოლივართან" სტუმრად დამარცხდა.

    სხვათა შორის, ამ შეხვედრაში როკემ ასისტი მიითვალა.

    განმეორებითი მატჩი 9 აგვისტოს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

    აქვე აღვნიშნოთ, რომ თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, როკე "ბარსაში" 2024 წელს უნდა გადასულიყო, თუმცა უსმან დემბელეს წასვლით კლუბს მისი ახლავე დარეგისტრირების საშუალება გაუჩნდა.

    Facebook კომენტარები