ნეიმარი ერთგულების ბონუსს ვერ მიიღებს

13-02-2018, 16:23

მოგეხსენებათ, ფრანგული "პსჟს" ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა ფიფაში სარჩელი შეიტანა კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ, სადაც ის ერთგულების ბონუსს ითხოვდა.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში ბრაზილიელი მოთამაშის სარჩელს გადახედეს და მას უარი განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს 40 მილიონი 2016 წელს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო უნდა აეღო. თუმცა, "ბარსელონამ" მას ეს თანხა "პსჟში" გადასვლის გამო აღარ გადაუხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით