ალეგრი: "გოლი არ უნდა გავუშვათ"

13-02-2018, 16:30

დღეს უეფას "ჩემპიონთა ლიგის" 2017/18 წლების სეზონი განახლდება. მერვედფინალური ეტაპის პირველ სათამაშო დღეს გულშემატკივარი ტურინის "იუვენტუსისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებას იხილავს. 

ტრადიციულად, მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრიმ თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა და მეტოქის ძალებიც შეაფასა. 

"ინტელიგენტურად და ტექნიკურად უნდა ვითამაშოთ. უნდა ვეცადოთ, რომ გოლი არ გავუშვათ, მაგრამ 0-0 არ მსურს. ვიცით მათი ძალის შესახებ და ისიც ვიცით, რომ მათი გაძლება მოგვიწევს, რადგან "ტოტენჰემს" 4 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც შეტევით ხაზში ძალიან კარგები არიან".

"ტექნიკურად კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ფიზიკურ ორთაბრძოლაში ისინი დაგვჩაგრავენ. დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ამ დაპირისპირებაში მხოლოდ ერთი გუნდი არ იდომინირებს". - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა 

"იუვენტუსისა" და "ტოტენჰემის" მატჩი თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება. 



  • AM11
  • 13 თებერვალი 2018 16:58
rtuli ikneba mara kai dacva kavs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით