გვარდიოლა: "ჩვენს მიზანს მეოთხედფინალში გასვლა წარმოადგენს"

13-02-2018, 16:41

დღეს "ჩემპიონთა ლიგის" მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიული "ბაზელი" ინგლისურ "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. 

"პრემიერ ლიგის" ლიდერები წყვილის გამოკვეთილი ფავორიტები არიან და ექსპერთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ მომდევნო ეტაპზე სწორედ მანჩესტერული გუნდი გავა. 

აღნიშული დაპირისპირების წინ საკუთარი კომენტარი პეპ გვარდიოლამაც გააკეთა. 

"ჩემპიონთა ლიგაზე" "ბაზელი" 5 მცველით თამაშობს და ჯგუფური ეტაპის დროს მათ არაერთი ბეწყინვალე მატჩი ჩაატარეს. დაცვაში ისინი ძლიერები და კარგად ორგანიზებულები არიან და შესანიშნავ კონტრშეტევებს აკეთებენ".

"ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ძალიან, ძალიან რთული თამაში გველოდება. მაგრამ თავდაჯერებულები ვართ. ჩვენს მიზანს მეოთხედფინალში გასვლა წარმოადგენს". - ამბობს გვარდიოლა 



  • AM11
  • 13 თებერვალი 2018 16:54
uechveli gava siti

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით