16-წლამდელებმა ლუქსემბურგი დაამარცხეს

14-02-2018, 09:57

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ლუქსემბურგი 2:1 დაამარცხა. ზვიად ჯელაძის შეგირდები მალევე დაწინაურდნენ და გატანილი გოლის შემდეგ არაერთი მომენტიც შექმნეს. 

აღნიშნულ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით თავი ახალგაზრდა თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:  ხარატიშვილი, არველაძე, ჭინჭარაული, კვარაცხელია, ხორავა, ტალახაძე, ზურაბიანი, ბენდიანიშვილი, მორჩილაძე, მირზიკაშვილი, ხვედელიძე.

შემდეგ ამხანაგურ მატჩს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 15 თებერვალს ჩაატარებს.



  • levani25
  • 14 თებერვალი 2018 12:53
პატარა ასაკში მაგრები არიან, მერე.....

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით