ბასლერი: "იუვე ბუფონთან ერთად ლიგას ვერ მოიგებს"

14-02-2018, 22:05

გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი, რომელშიც ტურინის "იუვენტუსმა" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

თამაშის შემდგომ მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფორვარდმა, მარიო ბასლერმა "ბებერი სინიორას" კიპერ ჯიჯი ბუფონზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ჯიჯი ერთ დროს დიდებული ფეხბურთელი იყო, თუმცა ყოველთვის მოდის დრო, როდესაც მოთამაშემ უნდა დაასრულოს კარიერა."

"მე 33 წლის ასაკში წავედი ფეხბურთიდან და ვფიქრობ, მწვრთნელმა ბუფონს უნდა უთხრას რომ დასრულების დროა."

"ჯიჯის უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს მაგრამ ეს სამწუხარო სიმართლეა. ის ტოპ კიპერებს შორის აღარ არის. "იუვე" მასთან ერთად ლიგას ვერ მოიგებს." - აცხადებს ბასლერი.

  • tsandro
  • 14 თებერვალი 2018 22:06
ყველაფერში ვეთანხმები, დროა წავიდეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით