კვირკველიას 90 წუთი და "ლოკომოტივის" შედეგიანი მატჩი საფრანგეთში

15-02-2018, 23:56

15 თებერვალს "ევროპა ლიგის" მეთექვსმეტედ ფინალური შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანგული "ნიცასა" და რუსული "ლოკომოტივის" მატჩი, რომელიც "რივიერაზე" გაიმართა.

საბა კვირკველიას "ლოკომოტოვი" საფრანგეთში სტუმრად ჩავიდა და შეხვედრის პირველ ტაიმში ბალოტელის დუბლით 2:0 აგებდა, თუმცა გოლის გაქვითვა 45-ე წუთზე პორტუგალიელმა ფერნანდეზმა შეძლო. მე-2 ტაიმის 69-ე წუთზე ფერნანდეზმა 10 კაციან "ნიცას" მეორე გოლიც შეუგდო და ანგარიში 2:2 გახადა, ხოლო დუბლიდან 8 წუთში ჰეთრიკიც ჩაიწერა აქტივში და სენსაცია გამოაცხო, "ლოკომოტივმა" წაგებული მატჩი შემოატრიალა და შინ კომფორტული შედეგით დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და რიგ ეპიზოდებში გამოირჩეოდა კიდეც. განმეორებითი შეხვედრა, რუსეთში, 22 თებერვალს  გაიმართება.





  • goga1996
  • 16 თებერვალი 2018 00:34
კვირკველია მაგარი მცველია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით