ვენგერი: მატჩის შემდეგ მიხარია, რომ პრობლემა არ შეგვქმნია

16-02-2018, 16:59

15 თებერვალს "ევროპა ლიგის" პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩები გაიმართა, სადაც შვედეთში "ესტერსუნდმა“ "არსელანს" უმასპინძლა და შეხვედრა 0:3 დათმო. როგორც ვვარაუდობდით "მეთოფეებმა" იემტლანდის პროვინციაში შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდეს. მატჩის შემდეგ ლონდონელთა ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა კომენატრი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამ მატჩში ტრამვებს გადაურჩა.

" მოედანს მალე შევეგუეთ. "ესტერსუნდი“ მატჩის დასაწყისში ცოტა ფრთხილობდა და ამით ვისარგებლეთ. პირველ ტაიმში 2:0 ვიგებდით და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გოლი არ გაგვეშვა. ერთადერთი იმის რისკი იყო, რომ ტრავმები მიგვეღო. მატჩის შემდეგ მიხარია, რომ პრობლემა არ შეგვქმნია“, - განუცხადა ინგლისურ მედიას ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ "ევროპა ლიგის" განმეორებითი მატჩები 22 თებერვალს გაიმართება და "მეთოფეები" შვედებს "ემირეიტზე" მიიღებენ.



  • goga1996
  • 16 თებერვალი 2018 17:34
კაი გუნდია არსენალი აეწყო ნელ-ნელა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით