"ჩემპიონთა ლიგის " პირველი მერვედფინალური მატჩების შემდეგ კვირის ფეხბურთელი დასახელდა

17-02-2018, 02:00

უეფას ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა "ჩემპიონთა ლიგის" კვირის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპულის" შემტევი სადიო მანე დაასახელეს.

სენეგალელმა მოთამაშემ ხმათა 57% მიიღო. მანემ "ჩემპიონთა ლიგის" მერვედფინალური შეხვედრა "პორტუს" წინააღმდეგ საუცხოოდ ჩაატარა და ჰეთრიკიც ჩაიწერა აქტივში, საბოლოო ჯამში კი ლიგაზე 6 გოლი დააგროვა.

მანესთან ერთად პირველობისთვის: "რეალიდან" მარსელო (29%), "ტოტენჰემიდან" ერიქსენი (11%) და "სიტიდან" გუნდოგანი (4%) იბრძოდნენ.



  • goga1996
  • 17 თებერვალი 2018 02:03
მანე ამ სამეულში ლიდერია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით