რობენი გვარდიოლას შედეგით გაოცებულია

17-02-2018, 19:18

მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთმა ლიდერმა, არიენ რობენმა თავის ყოფილ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე და მის გუნდზე, "მანჩესტერ სიტიზე" ისაუბრა.

როგორც ჰოლანდიელი ამბობს, ის ინგლისური კლუბის მიერ ნაჩვენები ფეხბურთით გაოცებულია. 

"რა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტი" "ჩემპიონთა ლიგის" ფავორიტებს შორისაა". ნამდვილად გასაოცარია ის, რაც პეპ გვარდიოლამ ამ გუნდში გააკეთა".

"მას ძალიან კარგად ვიცნობთ და გვარდიოლასთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ამას დანახვა ახლაც შეგიძლიათ". - ამბობს რობენი 

  • AM11
  • 17 თებერვალი 2018 19:19
მარტლაც საოცრებებს აკეთებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით