გურამ კაშიამ ტრავმა მიიღო

17-02-2018, 22:33

არნემის "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა, გურამ კაშიამ "ექსელსიორთან" თამაში დროზე ადრე დაასრულა. ამის მიზეზი კი ტრავმაა, რომელიც მან მიიღო.

მატჩის მე-20 წუთზე საქართველოს ნაკრების მცველი მეტოქის ფეხბურთელს, ლორენცო ბარნეტს შეეჯახა, რა დროსაც აღნიშნული დაზიანება მიიღო. 

გურამ კაშიას თვალი დაუსივდა და ასეთ ვითარებაში თამაშის გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 

რამდენად სერიოზულია ქართველი ფეხბურთელის დაზიანება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა ერთი შეხედვით დაზიანება მძიმედ გამოიყურება





  • beka10
  • 17 თებერვალი 2018 22:36
მალე დაბრუნდი კაშო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით