პირლოს "სან სიროდან" აცილებენ

18-02-2018, 00:31

ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეა პირლო 21 მაისს "სან სიროზე" გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს. უცხოური მედიის ცნობით, პირლომ მოედანი თვითონვე აარჩია და მიზეზად იქ გატარებული წლები დაასახელა.

პირლომ კარიერის უდიდესი ნაწილი "მილანში" გაატარა და კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი და იტალიის თასი მოიგო. იტალიური პრესის ინფორმაციით შეხვედრაში შემოსული თანხა თლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო  "მილანის" გარდა "ბრეშაში", "ინტერში", "იუვენტუსში" და "ნიუ იორკ სითიში" ასპარეზობდა. 2006 წელს კი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აპენინელთა რიგებში პირლომ 13 გოლის გატანა მოახერხა.

  • goga1996
  • 18 თებერვალი 2018 00:31
კალაძე იქნება?

რა 2016 ხოარაქანავებთ

  • goga1996
  • 18 თებერვალი 2018 16:23
დავაქანავეთ უკვე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით