• 03-08-2023
    ლუკა ლოჩოშვილის “რაიო ვალეკანოში” ტრანსფერი გამორიცხა!
    ლუკა ლოჩოშვილის “რაიო ვალეკანოში” ტრანსფერი გამორიცხა!

    როგორც მოგეხსენებათ, არაერთი წყარო წერდა, რომ ლუკა ლოჩოშვილის შეძენა “რაიო ვალეკანოს” სურდა.

    როგორც ჩანს, ტრანსფერი არ შედგება. Crystalsport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოჩოშვილი “რაიო ვალეკანოსთვის” პირორიტეტი არასდროს ყოფილა.

    ესპანური გუნდი ქართველ ფეხბურთელ მესამე ან მეოთხე ვარიანტს განიხილავდა.

    “რაიო ვალეკანოს” იტალიური “კრემონეზესთვის” ლოჩოშვილის თაობაზე წინადადებით არასდროს მიუმართავს.

    ცნობისთვის, ლუკას გუნდი, “კრემონეზე” სერია B-ში დაქვეითდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ფეხბურთელი თავის მომავალთან დაკავშირებით.

    Facebook კომენტარები