მონტელა: "სევილია" მოედანზე მუდან მოსაგებად გადის"

22-02-2018, 10:42

21 თებრვალს "ჩემპიონთა ლიგის" მორიგი მერვედფინალური მატჩი გაიმართა, სადაც "სევილიამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა. თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა "სევილიელთა" თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ.

"მატჩის შემდეგ გულდაწყვეტილი დავრჩი, რადგან აშკარა იყო, რომ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო. განმეორებით შეხვედრაში შანსები გვაქვს და ვეცდებით გამოვიყენოთ, რაც შეეხება სტუმართა მეკარის სეივს მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოსტატური სეივი. გეტყვით, რომ სევილია" მოედანზე მუდან მოსაგებად გადის", - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 13 მარტს გაიმართება.



  • goga1996
  • 22 თებერვალი 2018 18:50
შანსი არ გაქვთ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით