მურიელი: "დარტყმის დროს აქცენტი სიძლიერეზე გავაკეთე"

22-02-2018, 12:17

21 თებრვალს "ჩემპიონთა ლიგის" მორიგი მერვედფინალური მატჩი გაიმართა, სადაც "სევილიამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა. თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა "სევილიელთა" თავდამსხმელმა ლუის მურიელმა.

"მინდოდა, რომ ბურთი კუთხეში გამეშვა და აღმოჩნდა, რომ მეკარეს მოვარტყი. ფაქტია, რომ დარტყმის დროს აქცენტი სიძლიერეზე გავაკეთე და შესანიშნავმა მეკარემ შესანიშნავი ბურთი მოიგერია. დე ხეა უდიდესი მეკარეა და ამას ჩემი დასტური არ სჭირდება", - განაცხადა მურიელმა.

განმეორებითი შეხვედრა, ინგლისში, 13 მარტს გაიმართება.



  • goga1996
  • 22 თებერვალი 2018 18:49
მაგარი დარტყმული იყო სეივი ხო საერთოდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით