მატჩის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებას ბასკი პოლიციელი ემსხვერპლა

23-02-2018, 02:46

ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, "ატლეტიკოსა" და "სპარტაკის" დაპირისპირების შემდეგ, ქუჩაში 200-მდე რუსმა ფანმა ასაფეთქებლების სროლა დაიწყეს. "Marca"-ს ცნობით, ესპანელებსა და რუსებს შორის გამართულ დაპირისპირებაში ბასკური პოლიცია ჩაერთო და გაშველების დროს 50 წლის პოლიციელი გარდაიცვალა.

მედიკოსების თქმით, პოლიციელს გული გაუსკდა და მიუხედავად ჰოსპიტალში მალევე მოთავსებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი რუსული გუნდის გამარჯვებით, 1:2 დასრულდა, თუმცა ევროპის ლიგის 1/8 ფინალშიც ქართველი ლეგიონერის, ჯანო ანანიძის გუნდის მეტოქე გავიდა. ჯანოს ესპანურ კლუბთან არცეთ მატჩში უთამაშია, ამჟამად მას ტრავმა აწუხებს.






  • goga1996
  • 23 თებერვალი 2018 11:45
რა სისასტიკეა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით