"რეალს" შემტევი სჭირდება "დეზებს" კი ფული

24-02-2018, 10:37

Don Balon-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბი და მისი თავკაცი "დეზების" თავდამსხმელის, ჰარი კეინის, გადმობირებას ცდილობს. წყაროს ცნობით, "რეალი" მზადაა ინგლისელის სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს შეელიოს.

ჭორის დონეზე არსებული ინფორმაციით, ზიზუ სეზონის ბოლოს ფრანგ ქარიმ ბენზემას გაუშვებს და დიდი ალბათობით ხორვატ  კოვაჩიჩსაც მიაყოლებს. თავის მხრივ "დეზები" გოლიადორის გაშვებას 200 მილიონი ევროს ნაკლებად არ აპირებენ. ფაქტია, რომ "რეალს" შემტევი სჭირდება "დეზებს" კი ფული, რადგან გასულ კვირას "ტოტენჰემი" ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა და ზაფხულში კეინის ან ალის გაშვებას აპირებენ.



  • goga1996
  • 24 თებერვალი 2018 18:21
gadmova uechveli

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით