• 04-08-2023
    ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია
    ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ჟირონასთან” შეხვედრაში დაზიანება მიიღო.

    Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ კვარაცხელიას სერიოზული არაფერი ჭირს.

    “ნაპოლის” ქართველი ლეგიონერი რამდენიმე დღით დაისვენებს და შემდეგ განახლება ვარჯიშს.

    ცნობისთვის, “პარტენოპეის” მომდევნო შეხვედრას “აუგსბურგის” წინააღმდეგ უწევს.

    Facebook კომენტარები