"ბარსელონას" ტობი ალდერვეირელდი სურს

26-02-2018, 18:18

როგორც ცნობილია, მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიის "ბარსელონა" აპირებს, რომ მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველი დაიმატოს. 

The Independent-ის ცნობით, ესპანური გუნდის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს "ტოტენჰემ ჰოთსფურის" უკანახაზელი, ტობიას ალდერვეირელდი წარმოადგენს.

ინგლისური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ბელგიელი მცველი სულ მალე დატოვებს ლონდონს, რადგან ახალ კონტრაქტს არ აწერს ხელს და "ბლაუგრას" ამ სიტუაციის გამოყენება სურს. 

გარდა "ლა ლიგის" ლიდერებისა, 28 წლის მცველის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს. 



  • AM11
  • 26 თებერვალი 2018 18:40
dzalian karrgi mcvelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით