• 04-08-2023
    "ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას დინამო ასე არ უნდა თამაშობდეს" - "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის კომენტარი მარცხთან დაკავშირებით
    "ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას დინამო ასე არ უნდა თამაშობდეს" - "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის კომენტარი მარცხთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "დინამო" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს სახლში, "დინამო არენაზე" "ჰამრუნთან" მარცხით გამოეთიშა.

    მატჩთან დაკავშირებით კომენტარი, არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არამედ მისმა ასისტენტმა, გიორგი დეკანოიძემ გააკეთა:

    "ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას, დინამო ასე არ უნდა თამაშობდეს, კიდევ ერთხელ ბოდიში. ინციდენტს რაც შეეხება, ეს პირველი თამაშიდან დაიწყო. დღეს კი გასახდელში სიტუაცია დაიძაბა და დაპირისპირება მოხდა"

    "გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პასუხისმგებლობას არ გავურბით, ვნახოთ, რას გადაწყვეტს კლუბის ხელმძღვანელობა. ფეხბურთელების დამატება შეიძლება გინდოდეს, მაგრამ ზოგს თვითონ არ უნდა მოსვლა და ზოგთან პირობებზე ვერ ვთანხმდებით", - განაცხადა ქართველმა.

    Facebook კომენტარები