ოფიციალურად: უეფას ტურნირებზე დიდი ცვლილებებია

28-02-2018, 17:07

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ჩემპიონთა ლიგისა" და "ევროპა ლიგის" ფორმატები შეიცვალა. ცვლილება 2018/19 წლების სეზონიდან ამოქმედდება.

ახალი სქემის მიხედვით, "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე 26 გუნდი მოხვდება, 6 კლუბს კი საკვალიფიკაციო ეტაპი გამოავლენს.

ჯგუფური ეტაპის საგზურებს მიიღებენ "ჩემპიონთა ლიგისა" და "ევროპა ლიგის" გამარჯვებულები (საერთო ჯამში - 2). 

უეფას რეიტინგში მყოფი ოთხი საუკეთესო ქვეყნიდან, 4-4 წარმომადგენელი იქნება: ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია (საერთო ჯამსი - 16).

რეიტინგში მე-5 და მე-6 ადგილზე მყოფ ქვეყნებს, საფრანგეთსა და რუსეთს ორ-ორი წარმომადგენელი ეყოლება (საერთო ჯამში - 4)

რეიტინგში მე-7 პოზიდიიდან, მე-10-მდე მყოფ ქვეყნებს: პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი, ჯგუფში მოქმედი ჩემპიონის წოდებით თითო წარმომადგენელი ეყოლებათ (საერთო ჯამში - 4).

თუ "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებული, ეროვნულ ჩემპიონატში ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, მის ადგილას ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლებას რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფი ქვეყნის, ჩეხეთის ჩემპიონი მიიღებს. 

თუ "ევროპა ლიგის" გამარჯვებული ჯგუფური ეტაპის საგზურს ეროვნულ ჩემპიონატში მოიპოვებს, მის ადგილს რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფი ქვეყნის, საფრანგეთის მე-3 ადგილოსანი მოიპოვებს. 

ერთი ასოციაციიდან ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 5 გუნდია დაშვებული.

ყოველი სეზონის ბოლოს, "ევროპა ლიგის" ჯგუფური ეტაპის საგზურს 17 გუნდი მიიღებს. 

უეფას რეიტინგში მყოფი ხუთი საუკეთესო ქვეყნიდან ორ-ორი წარმომადგენელი (საერთო ჯამში - 10).

მე-6 ადგილიდან, მე-12-მდე მყოფი ქვეყნებიდან: რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, თითო გუნდი მოხვდება ჯგუფურ ეტაპზე (საერთო ჯამში - 7).

კიდევ 10 გუნდი, რომლებიც "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფს ვერ დაძლევენ, ავტომატურად მოხვდება "ევროპა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე. ამ სიაში შევა 6 გუნდი მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან და 4 გუნდი ფლეი-ოფიდან. 

დანარჩენი 21 ადგილი "ევროპა ლიგის" ფლეი-ოფის მეშვეობით გამოვლინდება. 





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით