გატუზო: "სიზმარია, რეალობაში არ ვარ"

1-03-2018, 19:57

"სტადიო ოლიმპიკოზე" წარმატებული ასპარეზობისა და იტალიის თასის ფინალში გასვლის შემდეგ "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრესასთან საუბრის დროს გასული შეხვედრა შეაჯამა.

"ლაციოსთვის" 4-5 გოლის გატანა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ. კალინიჩი ჩემპიონია, მას ძალიან კარგი ტექნიკური არსენალი აქვს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ბედი მის მხარეს ნამდვილად არ იყო."

"ჩემი ფეხბურთელები ძალიან ძიერები არიან და ისინი ჩემ დავალებებს ჯერჯერობით ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ. ამ დროისათვის ჩემ კონტრაქტზე არ ვფიქრობ, ეს ბოლო დაბრკოლებაა. მთავარია "მილანმა" შედეგი აჩვენოს."

"დიდებული მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ზოგი ძალიან დაბალ დონის დამრიგებლად მთვლის, რაც არასწორია. ჩემი თავგადასავალი საკმაოდ დიდია და გამიმართლა, რომ 40 წლის ასაკში "როსონერის" ჩავუდექი სათავეში. თავი სიზმარში მგონია."

"გუნდის წარმატება მხოლოდ მე არ მომეწერება. ამჟამინდელ "მილანს" საფუძველი ვინჩენცო მონტელამ ჩაუყარა. ჯერ სეზონის დიდი ნაწილი წინაა, რასაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, ამიტომ მოდუნების უფლება არ გვაქვს." - განაცხადა რინომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში სრული შემადგენლობით ჩაატარა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით