"მესხის, შენგელიასა და გუცაევის "სათამაშოები"

2-03-2018, 18:02

1981 წლის 21 აპრილს "დინამო" თბილისი ბელგიურ "სტანდარტს" შეხვდა და სტადიონ "შლესინზე" 40 ათასი მაყურებლის წინაშე ჩვენებურებმა მორიგი შოუ ჩაატარეს. შეხვედრა კი მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს.

"მატჩის საწყის წუთებზე თბილისელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და შენგელია დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანეს, თუმცა მსაჯმა გამოგონილი თამაშგარე აჩვენა და შეტევა ჩაიშალა. შეხვედრის არბიტრმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა შენგელიას წინააღმდეგ, როდესაც ქართველი მეტოქესთან ორთაბრძოლაში იყო ჩართული", - წერდა "სოვეტსკი სპორტი".

1982 წლის 15 სექტემბერს, უეფას თასის 1/32 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც "დინამო" იტალიურ "ნაპოლის" შეხვდა და "დინამოს" სტადიონზე მოსულმა 80550 გულშემატკივარმა შედეგიანი შეხვედრა იხილა. ტაბლოზე 2:1 დაფიქსირდა.

"რაც არუნდა გამოცდილი იყოს "ნაპოლის" დაცვის ხაზი, უნდა ვაღიაროთ, რომ გუცაევს, შენგელიას, მესხსა და ცაავას მათი მოტყუება არ უჭირთ. რიგ შემთხვევებში ქართველი ფეხბურთელები ორ მცველს ერთად ატყუებენ. "ნაპოლი" ქართველი ფეხბურთელების სათამაშოდ იქცა", - წერდა "სოვეტსკი სპორტი".

1987 წლის 22 ოქტომბერს უეფას თასის 1/16 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც "დინამო" თბილისმა ბუქარესტიდან ჩამოსულ "ვიქტორიას"2:1 მოუგო და 16 ათასი გულშემატკივარი გაახარა.

"შენგელიას კვლავ გააქვს გოლები - ბუქარესტში შეგდებული ბურთი მისთვის 151-ე იყო. შეხვედრის მე-20 წუთზე გურულმა მცველს დაასწრო და მეტოქე კარის ძელთან მყოფ შენგელიას თავით გადააწოდა ბურთი, მან კი აუღელვებლად დალაშქრა კარი", - წერდა "ფუტბოლ-ჰოკეი".

შეგახსენებთ, რომ რამაზ შენგელია "დინამო" თბილისის ღირსებას 1977–1988 წლებში იცავდა და 283 შეხვედრაში 120 გოლის გატანა შეძლო.





უძლიერესი ფეხბურთელი იყო <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით