სუსო: "ინტერს" უარი ვუთხარი"

3-03-2018, 21:13

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს "მილანი" და "ინტერი" დაუპირისიპირდებიან.

ერთ-ერთი უდიდესი დერბის წინ ორივე კლუბის წარმომადგენლებმა გააკეთეს კომენტარი. როგორც სუსო ამბობს, გასულ ზაფხულს მისი შეძენა "ინტერს" სურდა, მაგრამ მან ტრანსფერზე უარი განაცხადა.

"გასულ ზაფხულს "ინტერმა" წინადადებით მომმართა. იმ დროს, მე აგენტი გამოვცვალე და ისინიც მალევე დაუკავშირდნენ მას". 

"არ ვიცი, თუ რა პასუხი გასცა "მილანმა" ჩემს წარმომადგენლებს. მე მხოლოდ კლუბში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება მსურდა. გუნდის დატოვება იქამდეც შემეძლო, სანამ ახალ ხელშეკრულებას მოვაწერდი ხელს, მაგრამ ეს არ გავაკეთე და ამით ბედნიერი ვარ". - ამბობს სუსო 



  • AM11
  • 3 მარტი 2018 21:27
kdiev kai ar gadavida

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით