• 04-08-2023
    გორის “დილას” აპოელ-თან მატჩს დინამო არენაზე ჩაატარებს
    გორის “დილას” აპოელ-თან მატჩს დინამო არენაზე ჩაატარებს

    როგორც მოგეხსენებათ, გორის “დილამ” კონფერენს ლიგის მე-2 საკვალფიკაციო ეტაპის შეხვედრაში “ვორსკლა” დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

    ვინაიდან გუნდს პლეი-ოფამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თამაში დაუშვებელია, რადგან UEFA ამ ეტაპიდან მე-2 კატეგორიის სტადიონზე თამაშს კრძალავს.

    ამ მიზეზი დან გამომდინარე, გორის “დილა” კონფერენს ლიგის შეხვედრას აპოელის წინააღმდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.

    ცნობისთვის, “დილას” მეტოქე გუნდში ქართველი ფეხბურთელები, გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი ასპარეზობენ.

    Facebook კომენტარები