"ჩიხურამ" მეტოქე ხუთბურთიანი უპირატესობით დაამარცხა

4-03-2018, 10:49

ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც საჩხერის "ჩიხურამ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ტაიმში საჩხერლებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე პირველ ნახევარში 3:0 დაამარცხეს. მეორე ტაიმში კი "კოლხეთი" გააქტიურდა და პენალტი გამოიმუშავა, რასაც საბოლოო ჯამში გოლი მოჰყვა. ტაბლოზე დაფიქსირებული 3:1 "ჩიხურამ" არ იკმარა და ზღვისპირელებს კიდევ 3 გოლი გაუტანა.  "კოლხეთი" 6:1 დამარცხდა, ხოლო ცხრილის სათავეში იმერული კლუბი მოექცა.

90 წუთის დასრულების შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გაბედავა დასახელდა. მან "კოლხეთს" 3 გოლი გაუტანა.



წელს კოლხეთი გავარდება ვერაა ფორმაში უარესს სიტუაციაშია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით