ვიდალი "მილანში"?!

4-03-2018, 10:29

იტალიური წყაროს ცნობით, "მილანში" დიდი ცვლილებები იწყება. ჯენარო გატუზოს ფორმაციის "მილანი", რომ მოფერიანდა ფაქტია, თუმცა, როგორც ჩანს იტალიელ სპეციალისტს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და ჩილელ არტურო ვიდალს დაადგა თვალი.

ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიდალს "ბაიერნთან" ურთიერთობა გაუფუჭდა და გაშვება მოითხოვა. როგორც ჩანს ვიდალისა და "მილანის" ინტერესები ემთხვევა და დიდი ალბათობით ფეხბურთელი ზაფხულში იტალიაში გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი გერმანულ კლუბში 2015 წელს ჩაირიცხა და 76 მატჩში 14-ჯერ შეძლო მეტოქე გუნდის კარის აღება.





საინტერესო ტრანსფერია. მოერგება მილანს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით