ანანიძე მოედანს დაუბრუნდა

4-03-2018, 20:34

დღეს გაიმართა რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩი, რომელშიც მოსკოვის "ლოკომოტივმა" თანაქალაქელ "სპარტაკს" უმასპინძლა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

საინტერესოა, რომ დაახლოებით ხუთთვიანი პაუზის შემდეგ "სპარტაკელთა" რიგებში ქართველი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე გამოჩნდა. უკანასკნელად მან გასული წლის 23 სექტემბერს, "ანჟისთან" შეხვედრაში ითამაშა, სადაც სერიოზულად დაშავდა და დიდი პერიოდის გამოტოვება მოუწია. ანანიძემ დღეს თამაშის 78-ე წუთზე ფერნანდო შეცვალა. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მეორე ქართველმა ლეგიონერმა, საბა კვირკველიამაც. მან "ლოკომოტივის" რიგებში სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მისი გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ "კრასნოდარს" 7 ქულით ასწრებს. რაც შეეხება "სპარტაკს", გუნდი "ზენიტთან" და "ცსკასთან" ერთად მე-3 ადგილს იყოფს და მეორე ადგილს 1 ქულით ჩამორჩება.



  • tsandro
  • 4 მარტი 2018 20:40
იმედია ისევ აღარ მიიღებს ტრავმას :/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით