• 04-08-2023
    გვარდიოლა: "გვარდიოლი? რა მშვენიერი გვარია!"
    გვარდიოლა: "გვარდიოლი? რა მშვენიერი გვარია!"

    "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ "რედ ბულ ლაიფციგის" ცენტრალური მცველი, იოსკო გვარდიოლი კარიერას "ეტიჰადზე" გააგრძელებს.

    "გვარდიოლთან დაკავშირებით, - რა მშვენიერი გვარია! - იგი სამედიცინო შემოწმებას გადის.

    ყველამ იცის, რომ ის აქ არის. იმედია, ტრანსფერს მომდევნო საათებში ან მომდევნო დღეებში დავხურავთ," - თქვა პეპმა ქომუნითი შილდის ეგიდით "არსენალთან" სათამაშო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

    მოარული ხმების თანახმად, ხორვატ უკანახაზელს "ქალაქელები" 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძენენ. იოსკო ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება.

    შეგახსენებთ, რომ გვარდიოლმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა კატარის მუნდიალზე, სადაც ხორვატიის ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, 21 წლის მოთამაშემ "ლაიფციგში" გერმანიის თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო.

    Facebook კომენტარები