ქართველები ლიოვის გვერდით: გერმანულმა კლუბმა საუკეთესო 11 ფეხბურთელი დაასახელა

7-03-2018, 11:17

ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, "ფრაიბურგმა" ის 11 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც წლების მანძილზე კლუბისთვის ისტორიას წერდნენ. წყაროს ცნობით, თერთმეტეულში ქართველი ფეხბურთელები ალექსანდრე იაშვილი და ლევან კობიაშვილი მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ იაშვილმა გერმანული კლუბის მაისურით 255 მატჩი ითამაშა და მეტოქე გუნდების კარი 55-ჯერ აიღო, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კობიაშვილმა "ფრაიბურგის" მაისურით 149 მატჩი და 30 გოლი ჩაიწერა აქტივში.

აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში ქართველებთან ერთად გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც მოხვდა.




ვააა საღოლ ბჭებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით